ერთდროულად ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა იტალიის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მარკეს რეგიონში. პირველი ბიძგების სიმძლავრე 5,4 მეორესი კი 5,9 მაგნიტუდას შეადგენდა. სტიქიის ეპიცენტრი პერუჯიდან აღმოსავლეთით, 70 კილომეტრში დაფიქსირდა. ჩამოინგრა რამდენიმე სახლი. დაზიანდა რამდენიმე ისტორიული შენობაც. სტიქიის გამო რეგიონი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა. ვრცელდება ინფორმაცია 6 დაშავებულის შესახენ. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა რომშიც.