ცნობილი ავღანელი ლტოლვილი ქალი შარბათ გულა პაკისტანის პოლიციამ დააპატიმრა. მას ბრალი დოკუმენტების გაყალბებაში დასდეს. სამართალდამცავებმა ის საკუთარ სახლში დააკავეს. როგორც პოლიცია აცხადებს, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას პირადობის დამადასტურებელი ავღანური და პაკისტანური ყალბი მოწმობები აღმოაჩინეს. სასამართლომ გულას შესაძლოა 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯოს. ავღანელი გოგონა მსოფლიომ 1985 წელს გაიცნო, როდესაც ის ლტოლვილთა ბანაკში ნეიშენალ ჯიოგრაფიკის ფოტოკორესპონდენტმა სტივ მაკარიმ გადაიღო. 2002 წლამდე გოგონას ვინაობა უცნობი რჩებოდა. მას უბრალოდ აფრიკელ გოგონას ან აფრიკელ მონა ლიზას უწოდებდნენ. შარბათ გულას დაკავების გამო პროტესტი უკვე გამოთქვა ლეგენდარული ფოტოს ავტორმა სტივენ მაკარიმ, რომელსაც საყოველტაო აღიარება სწორედ სარბათის პორტრეტმა მოუტანა.