შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ვერ დაარწმუნა იმაში, რომ ბირთვულ პროგრამაზე უარი თქვას. ამის შესახებ ამერიკის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ჯეიმს კლეპერმა განაცხადა. მისივე თქმით, ფხენიანი ბირთვულ ექსერიმენტებს არ წვეტს, რის გამოც ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში ტაქტიკა უნდა შეცვალოს.
„პარანოიით შეპყრობილი ჩრდილოეთ კორეის ლიდერები თვლიან, რომ ბირთვული იარაღი მათი მთავარი კოზირია, რაც მათ გადარჩენას უზრუნველყოფს. ამიტომ, მათი გადარწმუნება ძალიან ძნელია,“-აღნიშნა კლეპერმა.