ნატო რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ალეპოს დაბომბვა შეწყვიტოს. საგანგებო განცხადება დღეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა გააკეთა. იენს სტოლტენბერგმა საფუძვლიანი ეჭვი გამოთქვა იმის შესახებაც, რომ რუსული ავიამზიდები „ადმირალ კუზნეცოვის“ მეთაურობით შესაძლოა სირიისკენ მიემართებოდნენ და ალეპოს დაბომბვას აპირებდნენ. ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად ალეპოში რუსეთმა ჰუმანიტარული პაუზა გასულ კვირას გამოაცხადა, თუმცა ქალაქზე ავიადარტყმები მაინც ხორციელდება.