განგაში სოკოლოვოში. ფორუმ „ღია ინოვაციების“ მსვლელობისას, რომელსაც რუსეთის პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა, დარბაზში დამწვრის სუნი დადგა. ამის გამო შენობიდან ფორუმის მონაწილეების ევაკუაცია განხორციელდა. დარბაზიდან სასწრაფოდ გაიყვანეს მედვედევიც. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დარბაზში მოკლე ჩართვა მოხდა, რის გამოც დენის კაბელი დაიწვა.