ჯანდაცვის მინისტრმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას H1N1 ვირუსის ვაქცინის მისაღებად მოთხოვნა უკვე გაუგზავნა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პაატა იმნაძემ განუცხადა, ჯანდაცვის მინისტრმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ვირუსის ვაქცინის მისაღებად მოთხოვნა წერილობით ერთი თვის გაუგზავნა.
იმნაძის თქმით, საქართველო ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მას შემდეგ მიიღებს, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ერთ-ერთ კონკრეტულ ვაქცინას აღიარებს. იმნაძის განცხადებით, საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისაგან ვაქცინების განსაზღვრულ რაოდენობას მიიღებს.
"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან პირველ ეტაპზე 50-დან 100 ათასამდე ვაქცინას ელოდებიან. მიღებული ვაქცინები უფასო იქნება და პირველ რიგში, გათვალისწინებულია რისკის მქონე პირებისთვის, ექიმებისთვის", _ განაცხადა პაატა იმნაძემ.