ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა მთავრობა დაითხოვა. გადაწყვეტილება სახელმწიფოს მეთაურმა მას შემდეგ მიიღო, რაც საპარლამენტო კოალიციამ სტატუსის დაკარგვა ოფიციალურად აღიარა. პრეზიდენტის განკარგულებით, პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერები, მთავრობის წევრები და ადმინისტრაციული უწყებების ხელმძღვანელები მოვალეობას ახალი კაბინეტის ფორმირებამდე შეასრულებენ. საპარლამენტო კოალიციას ოთხი სადეპუტატო ფრაქცია ქმნიდა. მმართველი პარტიის ფრაქციამ კოალიცია 24 ოქტომბერს დატოვა. ახალი კოალიცია მხოლოდ მას შემდეგ შეიქმნება, როცა პრეზიდენტი ერთ-ერთ ფრაქციას შესაბამის მანდატს მიანიჭებს.