ავღანეთში, გორის პროვინციაში თალიბებმა 33 მშვიდობიანი მცხოვრები გაიტაცეს და მოკლეს. რადკალური დაჯგუფების მებრძოლებს მომხდარზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ავღანეთში ვითარება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დაიძაბა. თალიბებს, რომლებსაც ადრე აგრარული ტერიტორიები ეკავათ, იერიშები უკვე ქალაქებზე მიაქვთ. ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენაც.