თეთრი სახლის ლიდერი პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ შესაძლოა მაღალი ტექნოლოგიების ბიზნესით დაკავდეს. ამის შესახებ „ნიუ იორკ ტაიმსი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ობამას წარმომადგენლები კალიფორნიულ საწარმოებთან მოლაპარაკებას უკვე აწარმოებენ. არ არის გამორიცხული, ობამამ კოსმოსური ტექნოლოგიებშიც ჩადოს ინვესტიცია. საპრეზიდენტო უფლებამოსილება მას 20 იანვარს ეწურება.