კალეს ლტოლვილთა ბანაკში გაჩენიული ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ე.წ. ჯუნგლებს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა, რის შედეგადაც გაზის ბალონები აფეთქდა. დაშავებული ავღანელი და სირიელი ახალგაზრდები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება გამთენიისას შეძლეს. საფრანგეთის საპორტო ქალაქში ლტოლვილთა ბანაკის დემონტაჟი გუშინ დაიწყო. მანამდე „ჯუნგლები“ 2300-ზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა.