ბრიტანეთი აღმოსავლეთში მძიმე ჯავშანტექნიკის, უპილოტო თვითმფრინავებისა და 800 სამხედრო მოსამსახურის განთავსებას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა „ვალ სტრიტ ჯორნალი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სამეფო ჯარების კონტინგენტის შეყვანა ესტონეთში 2017 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. მანევრი ნატოს ეგიდით განხორციელდება და მიზნად რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებას ისახავს.