საერთაშორისო კოალიცია შეერთებული შტატების მეთაურობით მიიჩნევს, რომ ისლამისტთა წინააღმდეგ ოპერაცია მოსულის პარალელურად ქალაქ რაქაშიც უნდა ჩატარდეს. კოალიციის გეგმებზე პარიზში საერთაშორისო კოალიციის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებმა იმსჯელეს. ისლამისტებისგან რაქას გაწმენდა მოსულის გათავისუფლების შემდეგ იგეგმებოდა, თუმცა ამერიკის თავდაცვის მინისტრის თქმით,ოპერაცია რაქში უახლოეს ხანებში დაიწყება.