ნიუ ჯერსელმა ჯონ სპინკენმა ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. 30 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ის შვილებთან ერთად გადახტა. მიღებულ ტრავმებით ის ადგილზე გარდაიცვალა, მცირეწლოვანი ბავშვები კი გადარჩნენ. ისინი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ირკვევა, სპინკენს კონფლიქტი ცოლთან მოუვიდა, რომელსაც დაემუქრა, რომ თავსაც მოიკლავდა და ბავშვებსაც მოკლავდა.