კანადაში გახმაურებული სასამართლო პროცესი დაიწყო. მოხუცებულთა თავშესაფრის მედდას, ელიზაბეტ ტრეისი მაი ფეტლაუფერს 8 ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი. მისი მსხვერპლი 75-დან 96 წლამდე მოხუცები გახდნენ. მედდა მათ ინექციის სასიკვდილო დოზით კლავდა. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.