დიდთოვლობის გამო თუშეთისკენ მიმავალი გზა გაზაფხულამდე ჩაიკეტა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ განუცხადა, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე 60 სმ-ზე მეტი თოვლი დევს.
`ერთი ადამიანი იყო გზაში დარჩენილი, რომელიც გამოვიყვანეთ. ამ დროისთვის თუშეთში სულ 22 ოჯახია და ისინი იქ მუდმივად ცხოვრობენ. მთაში გადასვლა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი~, - განაცხადა გამგებელმა.