ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთში მყოფ თანამოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ქერის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რადიკალები თურქეთის ტერიტორიაზე მასშტაბური ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავენ. მათი სამიზნე შესაძლოა საკურორტო ზონები, სავაჭრო ცენტრები და მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილები გახდეს. დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია ანტალიაში სავაჭრო-სამრეწველო პალატის შენობასთან მომხდარი აფეთქების შესახებაც. აფეთქებას სავარაუდოდ მსხვერპლი არ მოჰყოლია.