ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსულ ავიაციას ალეპო არ დაუბომბავს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ალეპოში 6 ჰუმანიტარული დერეფანი მოქმედებს, რომლის მეშვეობითაც ქალაქი 48 ქალმა და ბავშვმა დატოვა. სირიის სამთავრობო ძალები კი ალეპოს მისადგომებთან პოზიციებს იმაგრებენ. ასადის არმიამ ქალაქის მისადგომებთან სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლეები დაიკავა.