ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა 5-მა ქვეყანამ რუსეთს სანქციები გაუგრძელა. ამ ინფორმაციას ევროპის საბჭო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვს სანქციები უკრაინამ, მონტენეგრომ, ალბანეთმა, ლიხტენშტეინმა და ნორვეგიამ გაუგრძელეს. მანამდე რუსეთს სანქციები ერთი წლით ბრიუსელმა გაუხანგრძლივა.