აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემი Carney, რომელიც ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემით არის აღჭურვილი, შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა. თურქული სააგენტო Bosphorus Naval News-ის ცნობით, ხომალდმა ბოსფორის სრუტე ჩრდილოეთის მიმართულებით გადაკვეთა.
ხომალდი შავი ზღის აკვატორიაში ესპანეთის საზღვაო ბაზიდან ჩავიდა, სადაც გეგმიური ტექნიკური მომსახურება გაიარა.
.