მიკრობლოგების ყველაზე პოპულარული სერვისი ტვიტერი თანამშრომლების შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო ბლუმბერგი იტყობინება. ოფიციალურ განცხადებას ტვიტერის ადმინისტრაცია სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გააკეთებს. წინასწარი მონაცემებით, შემცირება თანამშრომლების 8 % -ს შეხება, რაც ჯამში 300 თანამშრომლის გათავისუფლებას გულისხმობს. მიკრობლოგის ხელმძღვანელობა სერვისის გაყიდვის მიზნით მოლაპარაკებას რამდენიმე პოტენციურ კლიენტთან აწარმოებდა, თუმცა გარიგება არ შედგა. ტვიტერის საბაზრო ღირებულება 14 მილიონ დოლარს აჭარბებს.