კალიფორნიაში 414 ფეხიანი არსება იპოვეს. სეკვოის ეროვნულ პარკში აღმოჩენილ მუხლუხოს 200 შხამიანი ჯავშანი და 4 სასქესო ორგანო აქვს. მეცნიერთა მტკიცებით, ახლადაღმოჩენილი მუხლუხო Illacme plenipes-ს სახეობასთან დგას ახლოს, რომელსაც 750 ფეხი აქვს და დედამიწაზე ყველაზე მრავალფეხიან არსებად ითვლება. ახალი აღმოჩენის მთავარ თავისებურებად კი შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მისი 4 ფეხი პენისის ფუნქციას ასრულებს. უცნაურ არსებას პარკის თანამშრომლის, ბენ ტობინის პატივსაცემად Illacme tobini დაარქვეს.