ჩინეთის ქალაქ იულინის საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 94 კი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება. აფეთქების შედეგად ახლომდებარე შენობები და ავტომობილებიც დაზიანდა. შენობაში სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერებების არალეგალური საწყობი იყო.