ლიტვის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ცნობილია. ამომრჩევეთა უმრავლესობამ ხმა გლეხებისა და მწვანეთა კავშირს მისცა, მეორე ადგილზე ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი გავიდა, მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია კი მესამე ადგილს დასჯერდა. უკვე დათვლილი ბიულეტენების მიხედვით, აგრარულმა კავშირმა 56 მანდატი მოიპოვა, კონსერვატორები მომავალ საკანონმდებლო ორგანოში 31 მანდატს მიიღებენ, ქრისტიან დემოკრატები კი 17 მანდატს დასჯერდებიან.