თურქეთში ფეტულა გიულენის კიდევ ორი ნათესავი დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა ჰარიეტი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ჰუსეინ და ბუშრა გიულენები პოლიციამ იზმირში დააპატიმრა. დაკავებულებს ბრალი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში დასდეს. ანკარა შეუმდგარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ფეტულა გიულენს სდებს ბრალს და მის ექსტრადიციას ითხოვს.