მალტის აეროპორტში მომხდარ ავიაკატასტროფას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავში ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ისინი ლიბიაში მისრატში ჩასვლას გეგმავდნენ. თვითმხილველების თქმით, თვითმფრინავი აფრენისთანავე ჩამოვარდა. მომხდარის გამო დროებით დაკეტილია მალტის საერთაშორისო აეროპორტი. გადადებულია ყველა რეისი.