პენტაგონის შეფი რუსეთს სირიის კრიზისის ესკალაციაში სდებს ბრალს. საგანგებო განცხადება ეშტონ კარტერმა ერაყში ვიზიტისას გააკეთა. მისი თქმით, რუსეთმა ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლისა და სირიის კრიზისის მოგვარების პირობა დადო, თუმცა არ შეასრულა. კარტერის თქმით, რუსეთის პოლიტიკა სირიაშისაბრძოლო მოქმედებებსა და ჰუმანიტარულ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს.