ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია გრძელდება. საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით ერაყის სამთავრობო ძალებმა და ქურთმა მერძოლებმა ისლამისტთა პოზიციები საგრძნობლად შეასუსტეს. ფეშმერაგას“ მებრძოლების თქმით, მათ უკვე დაიკავეს ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ქალაქი ბაშქი, რომელიც მოსულიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. მოსულის გათავისუფლების ოპერაცია შესაძლოა რამდენიმე კვირა ან თვე გაგრძელდეს.