ფრანგულ კალეში მიგრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ლტოლვილთა ბანაკის, ე.წ. ჯუნგლების დემონტაჟი ხვალიდან დაიწყება, რასაც ბანაკის მცხოვრებლები აპროტესტებენ. დაპირისპერება მასობრივ არეულობებში გადაიზარდა. მიგრანტებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, სამართალდამცავებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.