დონალდ ტრამპმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პირველი 100 დღის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. როგორც პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, მილიარდერი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში კონგრესმენთა უფლებამოსილების ვადის შემცირებას და თეთრი სახლის თანამშრომლებისთვის ლობისტური საქმიანობის აკრძალვას აპირებს. ტრამპი ქვეყნიდან 2 მილიონამდე არალეგალის დეპორტაციას და იმ ქალბატონების გასამართლებასაც გეგმავს, ვინც მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.