უბედური შემთხვევა რუსეთში. რიაზანში გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის 9-ე და მე-10 სართულები თითქმის მთლიანად გაანადგურა. სამაშველო სამუშაოები შემთხვევის ადგილზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს.