ბარსელონას თავდამხმელმა ნეიმარმა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი გააგრძელა. ფორვარდი ბარსაში 2021 წლამდე ითამაშებს. 24 წლის ბრაზილიელმა წლევანდელ სეზონში 6 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. კატალონიურ კლუბში ნეიმარი 2013 წლიდან ირიცხება.