უპრეცედენტო შემთხვევა ყირგიზეთში. ქვეყნის პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითზე მსჯელობას იწყებს, თუმცა როგორც ირკვევა, კონსტიტუციის ტექსტის ორიგინალი გაუჩინარდა. დოკუმენტი ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ვერც სხვა სახელმწიფო ორგანოებში იპოვნეს. ამის გამო დღის წესრიგში ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი დადგა. დეპუტატ ალმამბეტ შიკმამატოვის განმარტებით, თუ კონსტიტუცია არ არსებობს, ხელისუფლებაც არალეგიტიმურია.