პაკისტანის ხელისუფლებამ ადგილობრივი ტელევიზიებით ინდური სერიალებისა და ფილმების ჩვენება აკრძალა. შეზღუდვები ინდურ რადიოპროდუქციასაც შეეხო. ტელე და რადიოკომპანიებს კანონის დარღვევის შემთხვევაში დახურავენ.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სადავო ტერიტორიებზე მომხდარი შეტაკებების გამო დაიძაბა.