ამერიკის თავდაცვის მდივანი შეეცდება დაარწმუნოს თურქეთი, სირიის სუვერენიტეტს პატივი სცეს. ამის შესახებ ეშტონ კარტერმა პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რა თქმა უნდა, ამ საკითხს განვიხილავთ. ეს საკმაოდ დელიკატური თემაა. შეერთებული შტატები და კოალიციის ქვეყნები ვხელმძღვანელობთ ერაყის სუვერენული ინტერესების პატივისცემით. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“-აღნიშნა კარტერმა. თურქეთი სირიის ჩრდილოეთის მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას ატარებს, სახელწოდებით „ევფრატის ფარი.“ პარალელურად, ანკარა მოსულის ოპერაციაში ჩართვის სურვილსაც გამოთქვამს, რის გამოც დამასკო და სირია ანკარას სუვერენიტეტის შელახვაში ადანაშაულებენ.