რუსული საბრძოლო ხომალდები, მათ შორის, ავიამზიდი „ადმირალი კუზნეცოვი“, ხმელთაშუა ზღვისკენ სვლას ახლა უკვე ინგლისის არხით აგრძელებენ. დოვერის სრუტის დატოვების შემდეგ რუსულ ხომალებს ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ესკორტი აცილებს.
ნორვეგიის თავდაცვის უწყებამ რუსული გემების გადაადგილების ამსახველი ფოტომასალა 19 ოქტომბერს გაავრცელა. სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, ავიამზიდი „ადმირალი კუზნეცოვი“ ხმელთაშუა ზღვაში სირიაში სამხედრო ოპერაციისთვის გაიგზავნა.