დონალდ ტრამპი მორიგ სკანდალში გაეხვა. სექსუალურ ძალადობაში მას კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს. „მე ის ისე მექცეოდა, თითქოს ადამიანი კი არა, უბრალო საგანი ვიყავი. ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო,“-აცხადებს 45 წლის კარენა ვირჯინია. ის უკვე მეათე ქალბატონია, ვინც პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი ძალადობაში ამხილა.