ფილიპინების პრეზიდენტის მიერ შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ვაშინგტონისთვის ყოვლად გაუგებარია. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა. „ჩვენ იმის გარკვევას შევეცდებით, თუ რა ჰქონდა მხედველობაში როდრიგო დუტერტეს, როდესაც განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან დამშვიდობების დრო დადგა,“-აღნიშნა კირბიმ. ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ფილიპინების ლიდერმა ღიად განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან პარტნიორობას მისი ქვეყნისთვის არაფერი მოუტანია და ბარაქ ობამას „ძუკნის შვილი“ უწოდა.