ევროკავშირიდან გასვლამდე ბრიტანეთი ერთიანი ევროპის პოლიტიკაში აქტიურად უნდა იყოს ჩართული. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა. „ბრიტანეთმა მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა იმ შეხვედრასა და მოლაპარაკებებში, რომელსაც ევროკავშირი მართავს,“-აღნიშნა მეიმ. მისივე თქმით, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პროცედურა 2017 წლის მარტიდან დაიწყება.