ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში. მიწისქვესა ბიძგების სიძლიერემ ტოტორის პროვინციაში 6,6 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრამ ათობით შენობა დააზიანა. წყობიდან გამოვიდა ადგილობრივი ელექტროგადამცემი სისტემაც, რის გამოც 30 ათასზე მეტ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.