ერაყის ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაციის ფარგლებში შეერთებულმა შტატებმა პირველი დაკანარგის შესახებ განაცხადა. დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ ქალაქის გაწმენდის ოპერაციას ერთი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა. ის ხელნაკეთი ბომბის აფეთქებისას დაიღუპა. სამხედრო ინსტრუქტორი ერაყში ქურთ მებრძოლებს წვრთნიდა.