ევროკავშირი რუსეთზე ზემოქმედების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა. „დღეს ჩვენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არ მივიღებთ, თუმცა მოსკოვზე ზემოქმედების სხვადასხვა ვარიანტზე ვმუშაობთ. მათ შორისაა სანქციებიც. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სირიაში დანაშაულებრივი ქმედებები არ შეწყდება,“-აღნიშნა დონალდ ტუსკმა ბრიუსელის სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.