ლას ვეგასში ნევადას უნივერსიტეტში ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატების მესამე და ბოლო დებატები გაიმართა. დებატების დასრულებისთანავე ტელეკომპანია სიენენმა კანდიდატთა რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოკითხვის თანახმად, ჰილარი კლინტონი დებატების გამარჯვებულად გამოკითხულთა 52 პროცენტმა გამოაცხადა, დონალდ ტრამპს კი მხარი 39-მა პროცენტმა დაუჭირა. საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 8 ნოემბერს გაიმართება, მანამდე კი გამოკითხვებმა სამივე დებატების შემდეგ კლინტონის უპირატესობა აჩვენა.