თურქულმა ავიაციამ სირიაში ქურთი მებრძლების პოზიციები დაბომბა. შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, საჰაერო დარტყმები 18 ობიექტზე განხორციელდა. სირიელ ქურთებს, რომლებიც ასადის რეჟიმისა და ისლამისტების წინააღმდეგ იბრძვიან, მხარს შეერთებული შტატები უჭერს. ანკარა კი მათ ტერორისტებად აცხადებს.