ალეპოში ჰუმანიტარული პაუზა უკვე რამდენიმე საათია, მოქმედებს. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ჰუმანიტარული დერეფნების გავლით ქალაქი უკვე რამდენიმე ათეულმა ისლამისტმა დატოვა. კასტელოს საკონტროლო-გამშვები პუნქტი ათობით მშვიდობიანმა მცხოვრებმაც გაიარა. სხვა ინფორმაციით, ქალაქიდან მოსახლეობის გავლას ხელს ნუსრას ფრონტის მებრძოლები უშლიან, რომლებსაც ჰუმანიტარულ დერეფნებთან აქვთ პოზიციები დაკავებული და ადგილობრივ მცხოვრებლებს ცეცხლს უხსნიან. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაღუპულის შესახებაც. ჰუმანიტარული პაუზა ალეპოში რუსეთმა დღეს დილის 8 საათიდან აამოქმედა. რუსულმა ავიაციამ ქალაქის დაბომბვა 11 საათით შეწყვიტა.