სირიის ქალაქ ალეპოში რუსეთის მიერ გამოცხადებული ე.წ. ჰუმანიტარული პაზუა ადგილობრივი დროით დილის 8 საათიდან ამოქმედდა. 11 საათის განმავლობაში სრულებით შეწყდება საბრძოლო მოქმედებები, მშვიდობიან მოსახლეობას კი ჰუმანიტარული დერეფნებით ქალაქის დატოვების შესაძლებლობა მიეცემა. წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე ორგანიზებულია 8 ჰუმანიტარული დერეფანი. ე.წ. ჰუმანიტარული პაუზა 8 საათი იმოქმედებს.