ქაბულში ნატოს სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე დაუდგენელმა პირმა ორი ამრიკელი მრჩეველი მოკლა.
დაღუპულთა შორის ერთი სამოქალაქო, ერთი კი სამხედრო პირია. თავდასხმისას ამერიკის სამი მოქალაქეც დაშავდა. მათი მდგომარეობა კრიტიკულია. თავდამსხმელი, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა, ლიკვიდირებულია.