უნგრული გამოცემა „ნეპს ზაბადსაგის“ დახურვის გამო ევროკომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქტივისტებმა ოპოზიციური გაზეთის დახურვაში უნგრეთის მთავრობა დაადანაშაულეს და ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში დასდეს ბრალი. აქციის მონაწილეების თქმით, ევროკავშირი უნგრეთში საერთო ღირებულებებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვას ვერ ახერხებს.