დამასკომ მოსკოვს სამხედრო მხარდაჭერა დაუფასა. ინტერნეტ-პორტალ „გაზეტას“ ინფორმაციით, სირიამ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში აღიარა. საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ სირიის პარლამენტის თავმჯდომარემ ჰადია აბასმა გააკეთა. მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს მიღმა დარჩენილი ნახევარკუნძული ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდა, რაც ლეგიტიმური რეფერენდუმის გაზით მოხდა. „ჩვენ ვაღიარებთ, რომ ყირიმი რუსეთის განუყოფელი ნაწილია,“-განაცხადა აბასმა.