მამაკაცი, რომელიც სამშაბათს ბრიუსელის სუპერმარკეტში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პირი აღმოჩნდა. ის სპორტის საკითხში კომუნის ბურგომისტრის მოადგილის შვილია. ინციდენტის დეტალები გამოცემა „სუარმა“ გაასაჯაროვა. დანით შეიარაღებული მამაკაცი სუპერმარკეტ „კარფურის“ გაძარცვას ფორეს კომუნაში შეეცადა. მას მძევლების გატავისუფლების სანაცვლოდ არავითარი პირობა არ წამოუყენებია და დაკავებისას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.