აშშ საპრეზიდენტო კანდიდატები მორიგი დებატებისთვის ემზადებიან. ჰილარი კლინტონისა და დონალდ ტრამპის რიგით მესამე შეხვედრა ლას-ვეგასში შედგება. ბოლო გამოკითხვებით, დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატი რესპუბლიკელ ტრამპს 6 პროცენტით უსწრებს. საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 8 ნოემბერს გაიმართება.